14 სექ 2018 17:36 225

სანთლის ქარხანაში 200 ტონა პარაფინი იწვის - ფინეთში ქალაქის ევაკუაცია მიმდინარეობს

 

ადამიანების ევაკუაცია გახდა საჭირო ფინეთის ქალაქ სალოში სანთლის ქარხანაში Kynttilä-Tuote Oy გაჩენილი ხანძრის გამო, სადაც 200 ტონა პარაფინი იწვის, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

 

ქარხანა 10 ათასი კვადრატული მეტრი ფართობისაა და მასში განთავსებულია საოფისე, საწარმოო და სასწყობე ნაგებობები. ადგილზე მუშაობს 30 სახანძრო ბრიგადა. დაზარალებულები და მსხვერპლი არ არის.

ფინელი მაშველები აცხადებენ, რომ შენობაში 200 ტონა პარაფინი იწვის. დაიწყო ახლომდებარე საცხოვრებელი სახლებიდან ადამიანების ევაკუაცია. მოსახლეობას ურჩევენ, თავი აარიდონ ქალაქში გადაადგილებას. ცეცხლს დიდი რაოდენობით ტოქსიკური კვამლი აქვს.

 

მეხანძრეები ცდილობენ, რომ ცეცხლის ლოკალიზება შეძლონ.

მათი განცხადებით, ხანძრის ჩაქრობა იმიტომაც რთულდება, რომ პარაფინის ჩასაქრობად წყალი არ გამოიყენება. ერთადერთი ხერხია ცეცხლის დათრგუნვა.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.



sputnik-georgia