14 სექ 2018 17:52 299

ფსიქიკურად დაავადებული 28 წლის მამაკაცი კორპუსიდან გადმოხტა

 

რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე, 28 წლის მამაკაცი მეოთხე და მეხუთე სართულს შორის მდებარე კიბის უჯრედიდან გადმოხტა.


მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებია.


როგორცკვირასშინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115- მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


კვირასინფორმაციით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები აწუხებს და აღნიშნული ჩივილებით ოჯახმა, ექიმს შემთხვევამდე რამდენჯერმე მიმართა.


ადგილობრივების ინფორმაციით, 112-ში დარეკვის შემდეგ სასწრაფო დახმარებამ გამოძახებაზე მისვლა დააგვიანა და სასწრაფოზე ადრე, ადგილზე საპატრულო პოლიცია მივიდა.

 

კვირა