14 სექ 2018 17:56 310

საია – ზურაბიშვილის წინააღმდეგ არსებულ პეტიციას ძალა არ აქვს

 

რეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის წინააღმდეგ არსებულ პეტიციას არავითარი ძალა არ გააჩნია. ამის შესახებ საია- იურისტმა სალომე საღარაძემ ფორტუნასგანუცხადა.

რამდენი ხელმოწერაც არ უნდა მოაგროვოს, ეს უბრალოდ მოქალაქეების აზრის დაფიქსირებაა. სამწუხაროდ, ამას მავალდებულებელი ძალა რომელიმე ორგანოსთვის არ გააჩნია.

ამ საიტზე თუ კონკრეტულმა პეტიციამ მოაგროვა 10 000 ხელმოწერა მთავრობა ვალდებულია ის განიხილოს და თუ არ დაამტკიცებს ამის მიზეზი დაასაბუთოს.

თუმცა, ამ საიტზე მკაცრად იფილტრება პეტიციები, წინასწარ შემუშავებული წესების მიხედვით, მაგალითად არ შეიძლება კონკრეტული პირის წინააღმდეგ დაწყებული პეტიციის განხილვა”, – აცხადებს იურისტი.

change.org-ზე გავრცელდა პეტიცია სახელწოდებითმოხსნას სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატურა. პეტიციის ავტორი გიორგი კალატოზიშვილია.

მოვითხოვთ მმართველი გუნდისგან, რომლის საპრეზიდენტო კანდიდატია -ნი სალომე ზურაბიშვილი და ასევე, თავად ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისგანდაუყოვნებლივ მოხსნას მისი კანდიდატურა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან.

მიგვაჩნია, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ღიად და დაუფარავად ატარებდა და ატარებს ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას, რომელიც ვნებს ქვეყნის დეკლარირებულ დასავლურ კურსს და ღირებულებებს. მიგვაჩნია, რომ ადამიანი, რომელიც ავრცელებდა და ავრცელებს საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის, კერძოდ კრემლის ნარატივს და გზავნილებს, ვერ შეასრულებს ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე ნაკისრ პასუხისმგებლობას და ვერ იქნება ქვეყნის დამოუკიდებლობის, მისი ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისა და განვითარების გარანტი”, – ნათქვამია პეტიციის ტექსტში, რომელსაც ამ დროისთვის 7676 ადამიანი აწერს ხელს.

მეტრონომი