14 სექ 2018 18:43 3416

ნაძირალა ნაბიჭვარი!

 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია ფეისბუკის

პირად გვერდზე ამბროსი გრიშიკაშვილის სტატუსს და თავის მოკლე შეფასებას

აქვეყნებს:

 

ნაძირალა ნაბიჭვარი!

ამბროსი გრიშიკაშვილი:

 

არ მინდოდა ამაზე დაწერა, მით უმეტეს, რომ ჩემს გარეშე და უკეთ მცოდნეებმა უკვე იმდენი დაწერეს... მაგრამ საკითხი ძალზე მნიშვნელოვანია და თანაც გუშინ საღამოს ძალზე გამაღიზიანა . ჯაფარიძისა და . დავითაშვილის სატელევიზიო ,,შერკინებამ" ნარკოტიკის თემაზე


ეს ზურაბ ჯაფარიძე ნაციონალების დროს ერთ-ერთი მრჩეველი იყო ხომ ხელისუფლების ეკონომიკურ საკითხებში?! მაშინ რაღაც არ გამოუჩენია თავი მსგავსი ,,ჭკვიანური" და ქვეყნის სასიკეთო რჩევებით, ახლა ძალზე საეჭვოდ გააქტიურებულია


რომელ მილიარდიან შემოსავლებზე ლაპარაკობს მარიხუანას რეალიზაციის შედეგად?! ვაზისა და ღვინის დარგში საუკუნოვანი გამოცდილება გვაქვს და მისგან ვერ ვიღებთ ასეთ მნიშვნელოვან შემოსავლებს და ჩვენთვის სრულიად ახალი კულტურის მოვლა-მოყვანა-რეალიზაციით მივიღებთ?!

სასმელ წყალს დღეს ოქროს ფასი აქვს მსოფლიო ბაზარზე, ვინმე შეგიშვებს?! ჯერ ერთი, ზღაპრებს გვაბოლებს ამ თავისი ,,მილიარდიანი შემოსავლებით" და თუნდაც მასე იყოს, რა ფასი ექნება მასეთ შემოსავლებს, შესწავლილი აქვს?

 რა გავლენას მოახდენს ასეთ გარემოში ცხოვრება ხალხზე, ახალგაზრდობაზე? საერთოდაც, რატომ უკეთებენ რეკლამას ასეთი ვერაგი აზრების მატარებელ არსებას?!
რატომღაც ეჭვი მაქვს, მსგავსი იდეების მხარდამჭერებს იმდენად მარიხუანას აქ წარმოება-რეალიზაცია არ აინტერესებთ, რამდენადაც ნარკოტიკების დიდი პარტიების გატარების შენიღბვა ჩვენის ქვეყნის ტერიტორიაზე