14 სექ 2018 19:45 1061

33 წელი ველოდი… რომ დაიბადა, მე 61 წლის ვიყავი და მეუღლე 59 წლის

 

 

შენთან ერთად ჭამს, შენს მხარზე იძინებს და ამას ვერაფრი შეედრება! იმხელა ძალა გვაქვს ცოლ-ქმარს, ალბათ მთებს გადავდგამთ. ოცი წლით დაგვაბრუნა ახალგაზრდობისკენ”… – ნათელა ლაზიშვილი და გურამ ლაზიშვილი თავიანთ უკიდეგანო ბედნიერებას გვიზიარებენ. მათ შვილი მაშინ შეეძინათ, როდესაც ქალბატონი ნათელა 59 წლის იყო და ბატონი გურამი – 61 წლისქალბატონი ნათელა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული დედაა, მაგრამ დღეს ენერგიით სავსე დამხმარეს გარეშე ზრდის ბავშვს და მის თავს არავის ანდობს

 ნათელა ლაზიშვილი:

დედობა ყოფილა ყველაზე კარგი რამ ამ ქვეყანაზე! ამას ვერაფერს შევადარებდი

გვიამბეთ თქვენს პატარაზე


ჩემთვის მართლაც ანგელოზიაძალიან მიხარია ცხოვრება, ბედნიერი ვარ და არც ვიცი, ეს ყველაფერი სიტყვებით როგორ აღვწერო. დამხმარე ქალი არ მყოლია, ბავშვი სრულიად მარტომ გამოვზარდე და ვერც ვერავის ვანდობ მის თავს. მამამისსაც კი ვერსად ვატან, რომელიც ბავშვზე გიჟდებაძალიან ცელქი და კარგი ბავშვია, ღმერთის საჩუქარია ნამდვილი!

გურამ ლაზიშვილი:

– 61 წლამდე ყოველი წუთი და წამი უაზროდ მიცხოვრია! ცხოვრებას აზრი, სიხალისე, სიყვარულ

და ყველა სიკეთე მას შემდეგ მიეცა, როდესაც მე ღმერთმა გიორგის თავი მაჩუქა! დღეს ყოველი დღე ჩემთვის უბედნიერესია! გიორგის დაბადების შემდეგ უხასიათობა რა არის, აღარც მახსოვს. დაღამებასაც აზრი აქვს და გათენებასაც! დილით რომ თვალებში დამეტაკება და მაღვიძებსბა, ბას ძახილით, ამ სიხარულს ქვეყანაზე ვერაფერი შეედრება! წლის და შვიდი თვისაა და საოცარი ბავშვიათუ რამ ცხოვრებაში უნდა შევქმნა, ძალას ჩემი პატარა მაძლევს და მისთვის ყველაფერს გავაკეთებ!

 

როგორც მახსოვს, კიდევ გსურდათ შვილები


დიახკიდევ ერთი პატარა გვინდა გვყავდეს, მაგრამ ჯერ ამას უნდა მივხედოთ! ორი წლის რომ გახდება თებერვალში, გიგანტური დაბადების დღე უნდა გადავუხადოკეთილი და ძალიან კარგი საზრდელი ბავშვია! უჭკვიანესი თვალები აქვს! ახლა რომ მას ჭკუა აქვს, ამდენი ჭკუა ალბათ ჩვენს თაობას მეშვიდე კლასში არ ჰქონდა. რასაც დედიკო აკეთებს სამზარეულოსა თუ სისუფთავის მხრივ, ყველაფერს ბაძავსუნდა ნახოთ როგორ რეცხავს და წმინდავს ჩემს მანქანას.

 – 33 წელი ველოდი ამ სიხარულსგიორგი რომ დაიბადა, მე 61 წლის ვიყავი და მეუღლე 59 წლის. საკუთარი შვილი ყოფილა საკუთარ სიცოცხლეზე ბევრად უფრო ძვირფასი, არათუ ძმისშვილზე და დისშვილზეშენთან ერთად ჭამს, შენს მხარზე იძინებს და ამას ვერაფრი შეედრება! იმხელა ძალა გვაქვს ცოლ-ქმარს, ალბათ მთებს გადავდგამთ. ოცი წლით დაგვაბრუნა ახალგაზრდობისკენ.

 

რადგან შვილი ასე გსურდათ, ბავშვის აყვანაზე არასოდეს გიფიქრიათ?


შვილის აყვანა რომ მდომოდა, ადრიდანვე ვიფიქრებდი, მაგრამ ნაშვილები ბავშვი სამწუხაროდ, იშვიათად ამართლებსჩემი მეუღლის ოჯახს სულ გოგონები ჰყავდა, იშვილეს ვაჟი და თავს ევლებოდნენ, ისე ზრდიდნენ. შემდეგ ვიღაცამ ჩააწვეთა, ნაშვილები ხარო და დაინგრა ოჯახი

 

გამზრდელ მშობლებს გაექცა, ცოლის ჭკუაზე წავიდა, სადღაც ბარაკებში იქირავეს ბინა და ეს ნაფერები ბიჭი ტუბერკულოზით გარდაიცვალა. იგი ფაქტიურად ჩემი მეუღლის გაზრდილი იყო და მაგ დარდს ლამის გადაყვა ჩემი მეუღლე. დღეს ჩემი სიდედრის და სიმამრის სახლში აღარავინ ცხოვრობს, დახურულია კარიამ ამბით შეშინებულებს ბავშვის აყვანაზე აღარც გვიფიქრია.

 

mshoblebi.ge