14 სექ 2018 20:24 6843

ჩვენგან თუ გსმენიათ ასეთი შეურაცხყოფები პოლიციის და მით უმეტეს უდანაშაულო ხალხის მიმართ?

 

 

სააკაშვილის ხელისუფლების დროს მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი  სოციალურ ქსელში გორში მომხდარ დაპირისპირებას ეხმიანება:

 

არ შემიძლია არ გამოვხატო ჩემი ემოციები, სარალიძის აღვირახსნილ ქმედებებზე, უკვე ყველა ზღვარს გადავიდა.

ჩვენგან, სრულიად უდანაშაულოდ სახელმწიფოსგან დახვრეტილი შვილების მშობლებისაგან, რომლებსაც, დღესაც არ მიგვიღწევია სამართლისთვის და დამნაშავეები ჯერ კიდევ დაუსჯელები დადიან, თუ გინახავთ, ან გსმენიათ ასეთი საქციელი და ასეთი შეურაცხყოფები პოლიციის და მით უმეტეს უდანაშაულო ხალხის მიმართ?

რატომ აბედინებთ ამდენს ამ თავგასულ, ნაციონალების მართულ სარალიძეს?”წერს ია მეტრეველი.