14 სექ 2018 20:51 290

გიგა მაქარაშვილი თბილისიდან ენგურის ხიდამდე ფეხით მისვლას აპირებს

 

სამოქალაქო აქტივისტმა, გიგა მაქარაშვილმა, საოკუპაციო ხაზამდე მსვლელობის შემდეგ თბილისიდან ენგურის ხიდამდე ფეხით მისვლა დაგეგმა.

ამის შესახებ მან დღეს, 14 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია:

"თბილისიდან 14 სექტემბერს, საღამოს 8 საათზე გავალ და რეალისტური გათვლებით 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს მივალ ენგურის ხიდთან!".

7 აგვისტოს, აგვისტოს ომიდან 10 წლის თავზე, გიგა მაქარაშვილმა საქართველოს

ოკუპაცია თბილისიდან საოკუპაციო ხაზამდე ფეხით მსვლელობით გააპროტესტა.

on.ge