20 სექ 2018 10:58 32722

12,5 თეთრიდან დენის ტარიფი, შესაძლოა, 27,5-მდე გაიზარდოს

 

გასაჯაროვდა მსოფლიო ბანკის სკანდალური დასკვნა გიგანტურ ჰესებთან დაკავშირებით, რომელიც საქარველოში გასაიდუმლოებული იყო.

დოკუმენტში, რომელიც 17-გვერდიანია და ნენსკრა ჰესის, ნამახვანისა და კორომხეთი ჰესების შესახებ არის მომზადებული, წერია, რომ ჰესების აშენების შედეგად საქართველო ელექტროენერგიას იმაზე უფრო ძვირად მიიღებს, ვიდრე აქამდე იღებდა, მომხმარებლებისთვის ტარიფი კი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

დასკვნა 2018 წლის დასაწყისში მომზადდა, მსოფლიო ბანკის ექსპერტები მოსალოდნელ რისკებზე საუბრობენ.

საგანგაშოს უწოდებენ სპეციალისტების მიერ მომზადებულ დასკვნას ენერგეტიკოსები და გარემოს დაცვის ექსპერტებიც.

დღევანდელი 12,5 თეთრიდან ელექტროენერგიის ტარიფი შესაძლებელია გაიზარდოს 27,5-მდე, ყველა ქვეყანაშ ფასების დინამიკა არის კლებადი, ხოლო ჩვენთან მკვეთრად იწყებს ზრდას უკვე მომავალი წლიდან, სწორედ ამ გარანტირებული შესყიდვების გამო”, – აცხადებსმწვანე ალტერნატივისწევრი, დავით ჭიპაშვილი.

 

cyc.ge