21 სექ 2018 20:45 86597

თსუ მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტების სიაში მოხვდა

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (თსუ) მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ 784 უნივერსიტეტს შორის 350- ადგილი დაიკავა, Round University Ranking (RUR) მონაცემების თანახმად.

 

გასულ წელთან შედარებით თსუ- მაჩვენებლები 413 პოზიციით გაიუმჯობესა

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქვეყნის უძველესი უმაღლესი სასწავლებელია. ის 1918 წლის 26 იანვარს დააარსეს, ხოლო 1989 წლიდან ის პირველი რექტორის, ივანე ჯავახიშვილის სახელს ატარებს.

რეიტინგი RUR, რომელიც საერთაშორისო კომპანია Clarivate Analytics-თან ერთად РИА Новости- მხარდაჭერით გამოქვეყნდა, სულ ორ მაჩვენებელს ითვალისწინებს: უნივერსიტეტის რეპუტაცია სწავლების კუთხით და კვლევების სფეროში. ამ დროს RUR-ის საერთო რეიტინგი ერთბაშად 20 ცალკეულ ინდიკატორს ეყრდნობა.

 

784 უნივერსიტეტიდან რეიტინგის თითოეული მონაწილე (საიდანაც 70 - რუსეთის უმაღლესი სასწავლებელია) პროფესიული აკადემიური საზოგადოების მიერ არის შეფასებული. ესენი არიან მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები და ლექტორები, რომლებიც წამყვანი პერიოდული გამოცემის - Web of Science Cote Collection-ის ბაზაში შეირჩა.

 

თითოეულმა რესპონდენტმა სწავლების დონით 15-მდე უნივერსიტეტი და კვლევის ხარისხის მიხედვით 15 უნივერსიტეტი შეარჩია.

 

წამყვანი უმაღლესების ტოპ-ათეულში შევიდა ჰარვარდის უნივერსიტეტი, ტექნოლოგიების მასაჩუსეტსის უნივერსიტეტი, სტენფორდის უნივერსიტეტი და სხვა ცნობილი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები.

 

აზიის საუკეთესო უნივერსიტეტად აღიარეს ტოკიოს უნივერსიტეტი, რომელმაც მსოფლიოში მე-15 ადგილი დაიკავა. სინგაპურის ეროვნულმა უნივერსიტეტმა მე-20 პოზიცია დაიკავა. აზიის ლიდერთა სამეულში მესამე ადგილზეა სეულის ეროვნული უნივერსიტეტი - მსოფლიოში 28- ადგილი.

 

რუსეთის უმაღლესებს შორის რეიტინგის ლიდერი გახდა ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელმაც მსოფლიოში 50-თე ადგილი დაიკავა. მეორე ადგილზეა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელმაც მსოფლიო რეიტინგის მიხედვით 105- ადგილი დაიკავა. მესამე პოზიციაზეა მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 109- სტრიქონს იკავებს.


sputnik-georgia