30 სექ 2018 17:36 3217

ვიტალი წუხელ მოკლეს თავისუფლების მოედანზე, მისი მეგობარი კი სიცოცხლისთვის იბრძვის !

 

ჟურნალისტი ზაზა სვანაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს:

 

„ეს ვიტალი საფაროვის ფოტოა...
ვიტალი წუხელ მოკლეს თავისუფლების მოედანზე მდებარე ერთ-ერთ ბარში, ''ვარშავაში'' - მას სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს


მისი მეგობარი კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს და სიცოცხლისთვის იბრძვის !


წარმოიდგინეთ როგორ გაგულისდნენ ბოროტმოქმედები, რომ დღისით, მზისით დედაქალაქის ცენტრში, კამერების კონტროლის არეალში, სასიკვდილოდ იმეტებენ ადამიანებს


შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia სადმე ითქვა ამ ტრაგედიი შესახებ ? მხოლოდ ნარკოტიკების რეალიზატორების დაკავებებს რომ გვაჩვენებთ თქვენს ოფიციალურ გვერდებზე, ეს ინციდენტი შეიმჩნიეთ
საინტერესოა რა დონის პროფესიონალები იძიებენ აღნიშნულ საქმეს ?
ვიტალი არასამთავრობო ორგანიზაციებში, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის მიმართულებით მუშაობდა, მასთან ერთხელ გადავიკვეთე ( საქმიანი საუბარი მქონდა, მის მეგობართან და თანამშრომელთან აგიტ მირზოევთან რომელსაც შეხვედრაზე ვიტალი ახლდა


Agit Mirzoev 
მოზიარე ვარ მწუხარების


ვუსამძიმრებ ვიტალის ოჯახს და ახლობლებს !


აქვე, თუ შევხედავთ რომ ძალოვანი უწყებები ( გამოძიება ) უძლური აღმოჩნდება ამ საქმის ლოგიკურ ფინალამდე მიყვანაში, მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება !“ - წერს ზაზა სვანაძე.