01 ოქტ 2018 09:26 429

შსს-მ ვიტალი საფაროვის მკვლელობაში ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავა

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 2 პირი – 1998 წელს დაბადებული .. და 1995 წელს დაბადებული .. ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ..- დღეს, გამთენიისას, ალ. დიუმას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ ..- ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირთან ერთად მიიმალა.

 

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ- 108- მუხლით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ამავე სისხლის სამართლის საქმეზე, პოლიციამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, მომხდარი მკვლელობის დროს ..- თანმხლები პირი – 1995 დაბადებული .. დააკავა. იგი მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობდა, თუმცა მან სამართალდამცავებს არ შეატყობინა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

cyc.ge