01 ოქტ 2018 18:11 3742

მამამისმა მინები ჩაამსხვრია და ვენები გადაიჭრა, ბიძა საავადმყოფოში გადაიყვანეს, დედას ალბათ ფსიქიატრი დაჭირდება..

 

 

სამტრედიის მესამე საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელმა ქეთი ცხვარაძემ თავი მოიკლა. ქეთი საკუთარ სახლში ძმამ იპოვა ჩამომხრჩვალი. როგორც გარდაცვილილის ახლობლები აცხადენებ, გოგონამ წერილი დატოვა , სადაც წერს, არაფერი არავის ბრალი არაა, მინდოდა გამეგო იმქვეყნად როგორი ცხოვრებაა.

 

ქეთის მეზობელი ყვება, რომ გოგონა 14 წლის იყო, როცა დედამისი თურქეთში სამუშაოდ წავიდა. მთელი ოჯახი ამ 14 წლის ბავშვს დააწვა კისერზე. ერთი დღე არ ყოფილა, რომ მამამისი ან მისი ძმა დაკუჭული პერანგით გამოსულიყვნენ ქუჩაში, ზამთრის კონსერვებსაც კი აკეთებდა. მშრომელი ბავშვი იყო, გაკვეთილებს შუაღამისას სწავლობდა.

 წინა დღით, თავი რომ მოიკლა, ქუჩაში დაინახეს მიდიოდა და ტიროდა. მათემატიკა ვერ გამოუყვანია და ვაიმე რომ ვერ ჩავაბარო, სად გამოვყო თავი, ამდენ ფულს ვახარჯინებ ოჯახსო, ძალიან განიცდიდა ყველაფერს და დაიღალა. მიწერა იმ დღეს ყველა ამხანაგს, დედამისს, მიყვარხართო და მეორე სართულიდან ჩავიდა პირველზე, ძაღლს გავასეირნებო. შევიდა ოთახში და კაპრონის ძაფზე ჩამოიხრჩო თავი..ეს საცოდავი თავს რომ იხრჩობდა, ეზოში მამამისი მუშაობდა. ძალღმა დაიწყო ყმუილი.. 5 წუთით ადრე რომ დაეწყო, მიუსწრებდნენ.

გასაცოდავებულია ოჯახი. მამამისმა მინები ჩაამსხვრია გუშინ და ვენებგადაჭრილია. ბიძა საავადმყოფოში გადაიყვანეს. დედამისი ჩამოვიდა გუშინ. დედამისს ალბათ ფსიქიატრი დაჭირდება, ფსიქოლოგი კი არა. ძმამ ნახა მეშვიდე კლასშია.. ის როგორ იქნება? ამხანაგები სკოლაში არ დადიან. ყველანი იქ არიან..

„ქეთი, რა გინდოდა გოგოო, რას გვერჩოდი, რა დავწეროო აქ რაა.. როგორ უნდა ვანუგეშოთ შენიი მშობლებიი როგორ ...ნიკას რას ერჩოდი გოგო, შენს ძმას. გამანადგურე ქეთ გამანადგურეე.. როგრო წარმოვიდგენდი, ამას თუ გააკეთებდიი. აზრადაც თუ მოგივდიოდაა, ვერც მაგას წარმივიდგენდიი გოგოოო.. დამტოვე და წახვედიი ხოო? არ იფიქრეე არავიზეე, ისეე გადაწყვიტეე ყველაფერიი. ახლა ვინ ვაწვალოო ქეთ ვინ, ვის დავუძახოო წრიპა ვისს ვისს გოგოო.  გამომაშტერეე, გამაქვავე გოგოო გამაქვავეე.. არ ველოდიი შენგანნ ამას არაა“ - წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილი გოგონას მეგობარი.