05 ოქტ 2018 14:53 47958

სამეგრელო და აჭარა რუსეთს გადაეცემა, ჯავახეთს სომხეთი წაიღებს, რასაც მოყვება დაპირისპირება ქართველებსა და სომხებს შორის

 

 

ამერიკაში მცხოვრები ქართველი პროფესორი დოდონა კიზირია სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემთხვევაში აპოკალიფტურ სურათს ხატავს:

 

ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ თუ სალომე გახდება პრეზიდენტი, არა მხოლოდ სამეგრელო, მთელი ზღვისპირეთი, აჭარის ჩათვლით გადაეცემა რუსეთს. ეს უკვე შეთანხმებულია!

 

ცხინვალიდან ერევნისკენ გაიჭრება სამხედრო ტრასა სრულიად რუსების კონტროლის ქვეშ. ასევე ნახევარ კახეთს წაიღებს რუსეთი და სრულიად ჯავახეთი გადაეცემა სომხეთს, ამისთვის ამ ლავროვის აგენტმა უკვე დაიწყო მზადება. ამას მოყვება დაპირისპირება ქართველებსა და სომხებს შორის, რაც საქართველოს ყველაზე ნაკლებად სჭირდება. მაგრამ ძალიან სჭირდება რუსეთს! როგორც სომხეთისდამცველი“, შემოიყვანს ჯარებს თავისიმოკავშირისდასახმარებლად.

 

ბორიას მხარდამჭერებს არც კი ესმით, რომ იმ ტოტს სჭრიან, რომელზედაც არიან დასკუპებული. აქ შემოგრიალებული რუსები მაგათ უკანალში გამოსმული ქაღალდივით გადააგდებს. მათ თვითონ სჭირდებათ ის სიმდიდრე, რაც ამათ დაახროვეს პარვით და ბიუჯეტის ხვრით.

 

აბსოლუტური სერიოზულობით გეუბნებით. მაქვს ამის ზუსტი ინფორმაცია. მაშინ მშვიდობით, საქართველოვ. ეს ქვეყანა აღარ იარსებებს დედამიწის ზურგზე. გახსოვდეთ ეს ყველას!!!!!!!!!!!! სალომე არის საქართველოს სიკვდილი და განადგურება“ - წერს დოდონა კიზირია.