06 ოქტ 2018 09:28 31358

ფინეთში სამსახურში ძილისთვის ხელფასს გადაგიხდიან

 

ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში ახალი ტრენდია - დამსაქმებელი კომპანიის ხარჯზე ძილი. როგორც გაირკვა, ფინურმა პროფკავშირებმა დაასკვნეს, რომ დღის ძილი შუა სამუშაო პროცესის დროს ნაყოფიერად მოქმედებს მუშაობის ხარისხზეც და კომპანიის კეთილდღეობაზეც. გამოცემა yle.fi-ის ინფორმაციით, ზოგიერთმა ფირმამ სპეციალისტიც კი დაიქირავა, რომელიც ძილის საათის დროს თანამშრომლებს მოდუნებაში ეხმარება და მედიტაციას ასწავლის.  

დღის ძილის სარგებელზე, რომელიც 30 წუთიდან 1 საათამდე გრძელდება, ჰელსინკის პროფკავშირები მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც სხვადასხვა კომპანიების თანამშრომელთა გამოკითხვა ჩაატარეს. ადამიანები ყვებოდნენ დაღლილობისა და ფიზიკური დისკომფორტის შესახებ და ამბობდნენ, რომ სამუშაო დღის ბოლოს მოუთმენლად ელიან.

ადგილობრივი მედია არ გამორიცხავს, რომ სამსახურში ძილის წესი უახლოეს ხანებში ფინეთის სხვა ქალაქებშიც გავრცელდება, თუმცა უკვე ცხადია, რომ ძილი, რომელიც ჩვეულებრივ, სიზარმაცესთან ასოცირდება, ამჯერად კომპანიის პროდუქტიულობასა და წარმატებასთან იქნება დაკავშირებული.

bigpikcha.ru