08 ოქტ 2018 11:03 28621

ეს ფოტო გააზიარა ამ ძროხამ... შე ბანძო ქალო, თვალები ტრ**ში გაქვს? - რას წერს ლელა მიქელაძე ნინო ადამაშვილზე?

 

სასტუმრო "ბალტიმორში" გამართული ღონისძიება "პერსონა 2018", რომელსაც თბილისის ელიტა ესწრებოდა, სოციალურ ქსელში სკანდალით გაგრძელდა.   ღონისძიებაზე, სხვებთან ერთად, იმყოფებოდნენ ყოფილი მოდელი და ბიზნესვუმენი, მომღერალ მარკუს მეტრეველის ყოფილი შეყვარებული ლელა მიქელაძე და "მის მკერდის" ჟიურის თავმჯდომარე, ჟურნალისტი ნინო ადამაშვილი.   





როგორც ჩანს, ღონისძიებაზე ქალბატონებმა საერთო ენა გამონახეს და დამეგობრდნენ კიდეც, თუმცა, სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც ნინო ადამაშვილმა სოციალურ ქსელში ლელა მიქელაძესთან ერთად ღონისძიებაზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ ყოფილ მოდელს ფოტო ძალიან არ მოეწონა და ჟურნალისტი შეგნებულად "ცუდი ფოტოს" სოციალურ ქსელში გამოქვეყნებაში დაადანაშაულა, რათა ლელა მიქელაძისათვის იმიჯი შეელახა.  



ყოფილი მოდელი ირწმუნება, რომ გამოქვეყნებული კადრი დაფოტოშოპებულია და ნინო ადამაშვილმა ეს მისი შურით გააკეთა. კერძოდ, მიქელაძემ სოციალურ ქსელში დაწერა:  "ეს ფოტო გააზიარა ამ ძროხამ, თვალები ტრაკში გაქვს ნინო ადამაშვილო? თუ გგონია ხალხმა არ იცის, ვინ ვარ და ვერ მხედავენ. ახლა გადავიღე ფოტო ამ წუთას, შე ბანძო ქალო და შეადარე შენ გადმოგზავნილ და გაზიარებულ ფოტოს



არა, ის ცხვირი რანაირად მაქვს აბზეკილი. ეტყობა გაიმაღლა თავი, ცოტა დაიპატარავა და კადრიც გაიწელა. გვერდზე მდგომი ვეღარ გაითვალისწინა," - დაწერა ლელა მიქელაძემ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. ყოფილმა მოდელმა ჟურნალისტს მოგვიანებით კიდევ რამდენიმე აღშფოთებული სტატუსი მიუძღვნა და შემდეგ ზოგადად შეაფასა ფაქტი.  "ჯერ ტრ**ში მიძვრებიან, რომ ახლოს მოვასუნინო, მერე მლანძღავენ, რომ ლელა მიქელაძეთი პიარი გაიკეთონ, ასეთი არაფერი მინახია და მერე მეუბნებით, რატომ ყველასთან არ მეგობრობო, რატომ არ დადიხარ ივენთებზეო.



სად? ხალხნო, სიბოროტე და შური ახრჩობს ხალხს, მაგათი საგვარეულოს ფასი და წონა ერთი საყურე მიკეთია, დასკდებიან აბა რა მოუვათ. მეც ვიშლი რა ნერვებს ახლა, ამათ რომ არ ვუმტკიცო ჩემი აღნაგობა. რატომ სოსომ არ გამიკეთა ცუდი, რატომ ინგამ არ გამიკეთა ცუდი, რატომ იოანე ქართველმა არ გამიკეთა ცუდი, კაცი გადასარევად შემხვდა პერსონას ცერემონიის გახსნაზე. არა, მაინცდამაინც ეს ვირთხა ჟურნალისტები ცდილობენ ჩემს გაღიზიანებას. ტრაკზე მაკოცეთ ყველამ, ვისაც არ მოგწონვართ. მარტო ჩემი სახელი ღირს 6000000$, სხვა რომ აღარაფერი ვთქვა," - დაწერა ლელა მიქელაძემ სოციალურ ქსელშინინო ადამაშვილი ლელა მიქელაძის ბრალდებებს ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

 

presa.ge