11 ოქტ 2018 15:48 1516

„რუსთავი 2“-ის დირექტორი რომ ცემა-ტყეპით ესაუბრებოდა ქალს და ხალხს აგინებდა -ეს "მოსულა?"

 

ჟურნალისტი ნინო  ლაბარტყავა სოციალური ქსელის პირად გვერდზე წერს:

 

იცით თქვენ, როგორ არ მეხატება გულზე "რუსთავი 2" და ამაზე ბევრს არ დავწერ ახლა. სხვა რამის თქმა მინდა: ამ ტელეკომპანიის ჟურნალისტებს რომ სცემეს ჩინელებმა, რა თქმა უნდა, ეს დასაგმობი ამბავია და უნდა ჩააყუდო ციხეში ის ნაგლები! ეს ცხადია


მე საკითხი ასე მინდა, დავსვა


"
რუსთავი 2"-ის დირექტორი ნიკა გვარამია რომ ხალხს აგინებს და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს - კონკრეტულად კი, პროკურატურის წინ გამართულ აქციას ვგულისხმობ, მთვარისა ნავერიანს რომ ხელი დაარტყა ამ არაკაცმა - ამაზე ატომ არ იღებთ ხმას


ანუ ტელეკომპანიის ჟურნალისტებს რომ სცემეს, მცემელები თუ დასაჭერები არიან (და ცხადია, დასაჭერები არიან!), ამავე ტელეკომპანიის დირექტორი რომ ცემა-ტყეპით ესაუბრებოდა ქალს და ხალხს აგინებდა - ეს "მოსულა?" 


ჩინელებთან რომ გაქვთ დიდი გული, გვარამიასთან რატომ ჩაისვარეთ? რა, რამე განსაკუთრებული ხელშეუხებლობით სარგებლობს?

 

ორმაგი სტანდარტების ქვეყანა ვართ, ამიტომაც არ იქნება ჩვენი საშველი, სანამ გვარამიებს უბატონოდ ხმას ვერ სცემენ ვიღაცები“ - წერს ნინო ლაბარტყავა.