11 ოქტ 2018 16:27 233

ხმა მიეცით ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომ მსოფლიოში საუკეთესო ჩოგბურთელი გახდეს

 

ნოემბრის დასაწყისში გულშემატკივართა ვერსიით წლის საუკეთესო ჩოგბურთელის ვინაობა გახდება ცნობილი. გამოკითხვა ATP-ის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარეობს.

გულშემატკივრებს ჩოგბურთელებისთვის ხმის მიცემა შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურ, ისე წყვილთა თანრიგში. ხმის მიცემა ასევე შესაძლებელია ნიკოლოზ ბასილაშვილისთვისაც.

ATPWorldTour.com-ის გამოკითხვა 2 ნოემბერს დასრულდებათუმცა აღსანიშნავია, რომ 15 ოქტომბერს საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის ნომინანტები დაგროვებული ხმების მიხედვით შეირჩევა.

გამოკითხვაში მომხმარებლებს შეუძლიათ ხმა მისცენ მსოფლიო რეიტინგის საუკეთესო ასეულის ნებისმიერ წევრს, ხოლო წყვილთა შორის – 25 საუკეთესო გუნდიდან ერთ-ერთს.

გულშემატკივარს შეუძლია ქართველ ჩოგბურთელს ნიკოლოს ბასილაშვილს მისცეს ხმა.

ხმის მიცება შესაძლებელია ამ ბმულზე

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს ქართველი ჩოგბურთელი ჩინეთის ღია პირველობის გამარჯვებული გახდაფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო ანგარიშით 6:4, 6:4 დაამარცხატურნირში გამარჯვების შემდეგ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 23- ადგილამდე დაწინაურდა. 29 ივლისს ქართველი ჩოგბურთელი German Open Hamburg 500-ის გამარჯვებულიც გახდა.

მეტრონომი