11 ოქტ 2018 16:43 453

ფეხბურთის მოყვარული შავი ცუგა „შატო ატენის” დირექტორმა სახლში წაიყვანა

 

შავი ცუგ, რომელიც ,,დილა-ტორპედოსმატჩზე შეიჭრა და მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექც, ამჟამად ,,შატო ატენშია”. ,,შატო ატენისდირექტორმა სოსო ვანიშვილმა მისი პატრონობა გადაწყვიტა და დღეს ძაღლი ,,ახალბაღიდანწაიყვანა.


,,თქვენს ვიდეოში ვნახე, რომ ეს ძაღლი ,,ახალბაღშიცხოვრობდა და პატრონი არ ჰყავდა. დავუკავშირდით პარკის ადმინისტრაციას, ასევე, ,,დილასწარმომადგენლებს და წამოვიყვანეთ ატენში. ამჟამად, კარგადაა. იმედი მაქვს, რომ შეეგუება აქაურობას.” – გვითხრა სოსო ვანიშვილმა.


,,შატო ატენიგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში მდებარეობს. მიმდინარე წლის ზაფხულში აქაურობას უამრავი ტურისტი ეწვია. სოსო ვანიშვილი ამბობს, რომ უცხოელები ახლა მსოფლიოში პოპულარულ ძაღლს აქ საკუთარი თვალით ნახავენ.

plus.kvira.ge