11 ოქტ 2018 17:09 802

დაზვერვის ოფიცერი, რომელიც ავტოკატასტროფას გადაურჩა, სახლში გარდაცვლილი ნახეს

 

მოსკოვში, რუსეთი საგარეო დაზვერვის ოფიცერი პოლკოვნიკი სერგეი სოლოვიოვი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას pravda.ru ავრცელებს.

 

სამართალდამცველებს სოლოვიოვის დამ მიმართა, რომელმაც პოლიციას უთხრა, რომ ძმას უკვე დიდი ხნის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდა.

 

სიკვდილამდე ორი დღით ადრე სოლოვიოვს მანქანა დაეჯახა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მან სამედიცინო დახმარებაზე უარი თქვა და სახლში წავიდა.

 

მალე კი ის სახლში გარდაცვლილი იპოვეს. თავდაპირველად სამართალდამცველები აცხადებნენ, რომ სოლოვიოვი სავარაუდოდ ტრავმების შედეგად დაიღუპა, თუმცა შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მის ცხედარზე ძალადობის ნიშნები აღმოაჩინეს.

news.ge