11 ოქტ 2018 17:33 603

ფარცხალაძე ყიფიანის გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს და გამოძიებასთა თანამშრომლობას გეგმავს

 

ოთარ ფარცხალაძე მზადაა "ომეგა ჯგუფის" საქმეზე, დაინტერესების შემთხვევაში, გამოძიების ნებისმიერ კითხვას უპასუხოს - განაცხადა ფარცხალაძის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ფარცხალაძე ადასტურებს და ეთანხმება იმ ინფორმაციებს, რომელიც ლევან ყიფიანმა გააღერა და ამბობს, რომ  ფარცხალაძე და ყიფიანი მეგობრები არიან.

"ლევან ყიფიანთან ოთარს აქვს მეგობრული ურთიერთობა. ეს დამალული არაა. მე გიდასტურებთ, რომ მათ აქვთ საქმიანი, მეგობრული ურთიერთობა", - აღნიშნა გაგი მოსიაშვილმა.

რაც შეეხება ყოფილი მთავარი პროკურორის დაკითხვას, ადვოკატის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძე მზადაა ნებისმიერ კითხვას გასცეს პასუხი.

"იმ შემთხვევაში თუ პროცესის მწარმოებელი ორგანო, ჩათვლის საჭიროდ და ექნება კითხვები, ჩვენ მზად ვართ ურთიერთანამშრომლობის რეჟიმში გავცეთ პასუხი გამოძიების ნებისმიერ შეკითხვას", - აღნიშნა ფარცხალაძის ადვოკატმა.

პირველი რადიო