11 ოქტ 2018 17:51 807

იმ ადგილას ბავშვი ან მოხუცი რომ ყოფილიყო, ხომ კლავდა ის „დაბოლილი“? ეს არის თქვენი მიღწევა, ქუჩაში დაბოლილი მკვლელები დაგრიალებენ..

 

მწერალი მერაბ შათირიშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე გლდანში მომხდარი  შემთხვევის შესახებ წერს:

 

ერიდეთდაბოლილმძღოლებს!!!

დღეს, გლდანის პარკის მიმდებარედ, ცალმხრივი მოძრაობის გზატკეცილზე, ფეხით მივდიოდი ტროტუარზე, ფართო გზაზენისანისმარკის ავტომობილი მოძრაობდა, უცებ, ყოველგვარი შემაფერხებელი ბარიერის გარეშე, „ნისანიგამოქანდა გვერდული რადიუსით და გზის ნაპირას, საპარკინგე ზოლში მდგარ ტაქსს დაეჯახა, ტაქსის მძღოლი მოშორებით საუბრობდა სხვა მძღოლებთან, გაოგნდა, მანქანის მარცხენა მხარე სულ შეუნგრიეს და ყრუდ ამოთქვა: აუ, ახლა რამდენ ხანს მეყოლება ცოლ-შვილი მშიერი, ეშმაკმა უწყის!..

რა დაგიშავე, მეგობარო?“ ძლივს ჰკითხანისანიდანგადმოსულ 22-ოდე წლის ბიჭს, რომელსაც მისივე ასაკის გოგონა ახლდა, ბიჭს თვალები უჩვეულოდ ჩაწითლებოდა, გოგონა თითქოს ლერწამივით ირხეოდა, წონასწორობას ვერ იცავდა, „აუ, მაპატიე, გავითიშე ძმაო, მაგარი დაბოლილი ვარ!..“ გულწრფელი სინანულით, მშრალად, დაწეპილი სიტყვებით ძლივს გამოცრა ბიჭმა და საკუთარი მანქანის შელახულ მხარეს მობეზრებით დააკვირდა...

 


ვაააა, თქვე, სატანის მოციქულებო, ეს რა ჰქენით, იმ ტაქსის მძღოლის ცოლ-შვილი ხომ მშიერი დატოვეთ, ხოლო ტაქსის ადგილას, ან მე რომ ავღმოჩენილიყავი, ან ბავშვი, ან მოხუცი, ხომ კლავდა ისდაბოლილი???


ეს არის თქვენი მიღწევა, ქუჩაში დაბოლილი მკვლელები დაგრიალებენ და, გგონიათ, საქართველოში ასეთი რამ უკვე იშვიათად ხდება?..


ხალხო, ფეხით მოსიარულენო, გთხოვთ, ყურადღებით იარეთ ქუჩებში, ერიდეთდაბოლილმძღოლებს!!!“ _ წერს მერაბ შათირიშვილი.