11 ოქტ 2018 19:34 364

"საერთაშორისო გამჭვირვალობა" შემოწირულობებთან დაკავშირებით ახალ მონაცემებს აქვეყნებს

 

10 ოქტომბრის მდგომარეობით, მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს ყველაზე მეტი დაფინანსება აქვს მიღებული- ინფორმაციას ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აქვეყნებს.

 

"მისი შემოწირულებები 4.5-ჯერ აღემატება ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის და თითქმის 5-ჯერევროპული საქართველოსკანდიდატის, დავით ბაქრაძის საარჩევნო ფონდებში შეტანილ თანხებს." აცხადებენ ორგანიზაციაში

 

მათი მონაცემებით, 1 აგვისტოდან 10 ოქტომბრის ჩათვლით სალომე ზურაბიშვილმა 2 მილიონზე მეტი, გრიგოლ ვაშაძემ 470 ათასი, ხოლო დავით ბაქრაძემ 434 ათასი ლარის შემოწირულობა მიიღო.

პირველი რადიო