11 ოქტ 2018 20:16 388

მსოფლიოს 7 უმდიდრესი ადამიანის ქონება ერთ დღეში $21 მილიარდით შემცირდა

 

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ქონება ერთ დღეში 21 მილიარდი დოლარით შემცირდა. მათ შორის პლანეტის ყველაზე მდიდარი ბიზნესმენის ჯეფ ბეზოსის ქონება 9.1 მილიარდი დოლარით შემცირდა და $144.7 მილიარდი შეადგინაინფორმაციას Forbes- ავრცელებს.

 

გამოცემა წერს, რომ Amazon-ის აქციათა ფასი ერთი დღის განმავლობაში 6.15%-ით, (1 აქცია - 1, 755.25$-მდე) დაეცა. Forbes-ის ინფორმაციით, მსოფლიოს 20 უმდიდრესი ადამიანიდან კიდევ 6 მილიარდერის ქონება, სულ 11.9 მილიარდი დოლარით შემცირდა. მათ შორის, Google თანადამფუძნებლებმა სერგეი ბრინმა და ლარი პეიჯმა 4.3 მილიარდი აშშ დოლარით იზარალესმარკ ცუკერბერგის ქონება კი 2.4 მილიარდი დოლარით შემცირდა.

 

ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენელ მილიარდერთა ქონების შემცირება NASDAQ-ის ინდექსის ვარდნასთან არის დაკავშირებული, რომელიც 10 ოქტომბერს 4%-ით დაეცა, ოქტომბრის დასაწყისიდან კი ჯამში 7.7.%-ით დაეცა.

 

იმედინიუსი