11 ოქტ 2018 21:09 454

პროკურორობიდან საავიაციო ბიზნესამდე - ადვოკატის თქმით, ოთარ ფარცხალაძე თვითმფრინავების ქარხანაში მუშაობს

 

დღეს ცნობილი გახდა, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელსაცომეგა ჯგუფიბიზნესის რეკეტში ადანაშაულებს, საავიაციო ბიზნესშია და ის თბილისში თვითმფრინავების ნაწილების ქარხანაში მუშაობს.

ამის შესახებ ფარცხალაძის ადვოკატმა ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე განაცხადა. გაგი მოსიაშვილის მტკიცებით, ყოფილი პროკურორის შემოსავლის წყარო სწორედ თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხანა, რომელიც საპარტნიორო ფონდის კუთვნილებაია და რომლის ნაწილობრივი მფლობელი სახელმწიფოა.

თუმცა ადვოტამა დღეს ვერ დააკონკრეტა, რა თანამდებობა იკავებს ფარცხალაძე აღნიშნულ კომპანიაში. გაგი მოსიაშვილი განაცხადა, რომ ამ ინფორმაციას გადაამოწმებს და შემდეგ მიაწვდის მედიას.

მოსიაშვილი ამბობს, რომ ეს არის ქართულ-ებრაული კომპანია. მისი თქმით, აღნიშნული პროექტი ეკუთვნის ფარცხალაძეს, რითაც ის ამაყო.

ეს არის ის შემთხვევა, რომლითაც შეიძლება ითქვას, რომ ბატონი ოთარი ამაყობს ამ პროექტით. ეს არის ქართულ-ებრაული კომპანია, რომელიც საკმაოდ წარმატებულია და ამ შემთხვევაში, ეს არის სწორედ სწორი, ობიექტური და სწორი მენეჯმენტის საფუძველზე, 5 წლის განმავლობაში, ეს არის ის შემთხვევა, როდესაც შეიძლება დააგროვო თანხა,“ - განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატი ამბობს, რომ ფარცხალაძეს ასევე აქვს რამოდენიმე ბიზნესი, მაგრამ ძირითად ბიზნეს საქმიანობას უცხოელ პარტნიორებთან ეწევა. რაც შეხევა საავიაციო ბიზნეს, მოსიაშვილმა რუსთავი 2-თან განმარტა, რომ ეს მისი წარმატებული პროექტი იყო, თუმცა ფარცხალაძე იქ არ მუშაობდა, მან მხოლოდ LPT-ის შემოყვანაში მიიღო მონაწილეობა და სოლიდური ანაზღაურება.

მას შემდეგ, რაც მან დაანება საჯარო სამსახურს თავი, ამის შემდგომ, თქვენ იცით, რომ იგი წავიდა ბიზნესში, კონკრეტულ შემთხვევაზე ძალიან მარტივი პასუხია. საჯარო მოხელის თანამდებობის დატოვებს შემდეგ, პირი, რომელიც მიდის ბიზნესში, მას სრული უფლება აქვს რომ ღიად აკეთოს ბიზნეს საქმიანობა, ისე რომ გარკვეულ წილად მისი შემოსავალი გაიზარდა ბიზნეს საქმიანობის პერიოდში,“ - განაცხადა განცხადა გაგი მოსიაშვილმა ჟურნალისტებთან.

ნიუპოსტი