11 ოქტ 2018 21:53 1511

ყველას გახსოვთ მაგის მაკარენკოობა - შვილებს მე თავისუფლად ვზრდიო!

 

 

სოციალური ქსელის მომხმარებელი ლევან ადეიშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

 

ბრმებში ცალთვალი იყო სარდალიო..

 

ჩვენს ერთიმეორეზე აგრესიულ თუ სხვა ,,თვალსაჩინო,, ღირსებებით შემკულ პრეზკანდიდატებს შორის ცდილობენ დავით უსუფაშვილის წამოყენებას. დინჯია და გაწონასწორებული - აი, მთავარი რაზეც მომხრეები აპელირებენ.

 

ის, რომ წლები ანტიეროვნულ რესპუბლიკურ პარტიაში იყო, ხოლო 9 აპრილის მერე კომპარტიაში ტკუცა თავი, გადავდოთ გვერდით და ორ კითხვას დავსვამ:

 

1) უფლებაშეზღუდული პრეზიდენტის პოსტზე რას გააკეთებს ეგებ მითხრათ? პარლამენტის სპიკერობისას ხო ვარსკვლავებ წყვეტდა..

 

არ დამიწყოთ სიმშვიდე-წონასწორობაზე და ბალანსზე საუბარი- აი, ეს ახასიათებდა პოსტზე ყოფნისასო.

 

ყველაზე დიდი სიმშვიდე სასაფლაოზეა და ბალანსიროვშიკების გაერთიანების პრეზიდენტად არ იყრის კენჭს!

2) ყველას გახსოვთ მაგის მაკარენკოობა - შვილებს მე თავისუფლად ვზრდიო!
არა სამშობლოს ან რამეს შეეწირონ, არამედ ბედნიერები იყვნენო.

 

მეორე მსოფლიო ომის დროს ინგლისს, როგორც კუნძულოვან ქვეყანას ყველაზე დიდი დანაკარგები ავიაციაში, მფრინავებში ქონდა.

 

არისტოკრატების შვილები თითქმის უკლებლივ ავიაციაში ეწერებოდნენ და შესაბამისად, დაღუპულიც მათში მეტი იყო.

 

დღეს ისრაელის პრემიერი შვილს აცილებს ჯარში ! ასეა მთელი ქვეყანის ელიტა და დარწმუნებული იყავით, უკან დადექიო არ ურჩევენ.

 

პრეზიდენტი რომ მთავარსარდალიცაა? ომის შემთხვევაში ხომ უნდა გაიწვიოს რეზერვიც და თუ საჭირო გახდა ყველა?


ერთი მითხარით რა ნამუსით უნდა მოთხოვოს სხვის შვილებს თავის გაწირვა ამ ბენჯამინ სპოკის სუროგატმა როცა საკუთარს ბავშვობიდან უნერგავდა მარტო შენი თავი და შენი ბედნიერება გქონდეს დროშადო?

 

რომ განაცხადოს სხვისმა შვილმა - მეც არ გავჩენილვარ სასიკვდილოდ ახალგაზრდობაშიო და დააგდოს იარაღი, ხომ გაუშვებს ტრიბუნალზე?

 

ჩემი აზრი ასეთია!! უარი პაიცემულ დავითს! - წერს ლევან ადეიშვილი.