27 ოქტ 2018 20:43 5254

ექიმი იყო უმოწყალოდ მთვრალი, ყველას დედის***აკი გვაგინა, ინსტრუმენტები დედაჩემის ხელჩანთაში ჩაალაგა და წავიდა..

 

 

სოციალური ქსელის მომხმარებელი გიორგი ნოზაძე ფეისბუკის საშუალებით ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს:


„პატივცემულო ჯანდაცვის მინისტრო!

პაპაჩემს ჰქონდა კენჭის გავლა. გამოვიძახეთ სასწრაფო. დროულად მოვიდნენ. ექიმი იყო უმოწყალოდ მთვრალი. გამაყუჩებელი ნემსი გაუკეთა დივანს, ყველას დედის***აკი გვაგინა, ინსტრუმენტები დედაჩემის ხელჩანთაში ჩაალაგა და წავიდა.

პაპამ ჩაფსმამდე იცინა და კენჭი დაბადა. უღრმესი მადლობა მომსახურებისთვის, მაგრამ იქნებ დედას პირადობის მოწმობა დაგვიბრუნოთ“ - წერს გიორგი ნოზაძე.