06 ნოე 2018 21:20 10726

უმძიმესი ფაქტი თბილისში - მამინაცვალმა 9 წლის გერი ცემით მოკლა?!

 

 

"ნიუპოსტისთვის" უმძიმესი ფაქტი ხდება ცნობილი. თბილისში, ვარკეთილის მესამე მიკროში, მამინაცვალმა 9 წლის გერი მოკლა


ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცს ბავშვი ცემის დროს შემოაკვდა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლში გაზი გაუშვა.

გილზე პოლიციაა მობილიზებული.

 

პ.ს. მოგვიანებით, იგივე სააგენტო დამატებით ინფორმაციასაც ავრცელებს:

 

როგორც "ნიუპოსტს" ადგილობრივები უყვებიან, გოგონა სავარაუდოდ, მამინაცვალის მიერ ცემის შედეგად გარდაიცვალა, რის შემდეგაც მათივე ვერსიით, მამაკაცმა კვალის დაფარვის მიზნით, სახლში გაზი გაუშვა.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. 

შემთხვევისას სახლში გოგონას დედაც იმყოფებოდა, რომელმაც ინტოქსიკაცია მიიღო. 
მეზობლების თქმით, გარდაცვლილი და მისი დედა სამაშველო სამაშველო სამსახურმა იპოვა, რომელიც ადგილზე გარდაცვლილის ახლობლებმა გამოიძახეს.

ადგილობრივების თქმით, გოგონას გუშინ დაბადების დღე ჰქონდა. ნათესავები მასთან დაკავშირებას ცდილობდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც დედა-შვილი კონტაქტზე არ გამოვიდნენ, მათ 112-ში დარეკეს.

მეზობლებისვე ინფორმაციით, მამაკაცი პოლიციამ უკვე წაიყვანა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ოჯახი, აღნიშნულ კორპუსში ქირით ცხოვრობს და მათ ხშირად ჰქონდა კონფლიქტი.

მათივე მონაყოლის თანახმად, ბოლო ინცინდენტი ორი დღის წინ მოხდა, როცა გარდაცვლილის დედამ, არასრულწლოვანი მეზობლის სახლში შეიყვანა და დახმარება სთხოვა.

როგორც "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტებზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.