08 ნოე 2018 15:28 738

ერთადერთი ადამიანი, ვისაც მერკელი შეხვდა, არის ვაშაძე...ივანიშვილის საქმე წასულია

 

ერთდერთი ადამიანი ვისაც შეხვდა სამიტის ფარგლებს გარეთ, იყო ვაშაძე. ყველა სხვა შეხვედრაზე გერმანულმა დელეგაციამ თქვა უარი- ეს განცხადება ჰელსინკში, სადაც ევროპის სახალხო პარტიის კონგრესი მიმდინარეობს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, გრიგოლ ვაშაძისა და ანგელა მერკელის შეხვედრის კომენტირებისას გააკეთა

"ძალიან ბევრმა ლიდერმა ევროპის, ისაუბრა საქართველოში არჩევნებზე, ისაუბრა ვაშაძის მხარდასაჭერად და როდესაც გვეუბნებიან ზურაბიშვილია ევროპული წარმომადგენელი, მართლა სულელი ხო არ ჰგონიათ ვინმე. სად არის აბა ზურაბიშვილი? საქართველოშიც აღარ არის და ევროპაში ხო საერთოდ არავის გახსენებია. ყველა ლაპარაკობს ვაშაძეზე, ყველა მხარს უჭერს ვაშაძეს. გუშინ, კანცლერმა მერკელმა ევროპის ერთპიროვნულმა ლიდერმა , რომელიც კიდევ მინიმუმ სამი წელი იქნება კანცლერი, ერთადერთი ადამიანი ვისაც შეხვდა, სამიტის ფარგლებს გარეთ, იყო ვაშაძე. ყველა სხვა შეხვედრაზე გერმანულმა დელეგაციამ თქვა უარი. ივანიშვილის საქმე წასულია და ახლა ყველა გულშემატკივრობს ქართველ ხალხს და ქართულ დემოკრატიას." განაცხადა სააკაშვილმა

პირველი რადიო