08 ნოე 2018 16:12 226

ოპოზიციის განცხადებები გავლენას ახდენს ლარის კურსზე

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმაც ისაუბრა და ყველა ექსპერტი ამბობს, რომ აჟიოტაჟი და დაძაბულობა, მით უმეტეს რომელიმე კანდიდატი წინა პერიოდში თუ იძახის, რომ აპირებს სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებას, ეს ფინანსურ ბაზარზე გარკვეულ აჟიოტაჟს ქმნის. ეს არ არის მხოლოდ ქართული ფენომენი, ნებისმიერ ქვეყანაში შეგიძლიათ ნახოთ როდის ხდება კურსის დევალვაცია. გარდა ამისა, ლარის კურსის ვარდნას საახალწლო მზადებაც უწყობს ხელს. ვითარებაც დასტაბილურდება, საახალწლო პერიოდიც გაივლის და ვალუტაც შესაბამის რეაგირებას გააკეთებს.

 

რასაკვირველია, მათი განცხადებები გავლენას ახდენს ლარის კურსზე. ეს ცნობილი ფაქტია, ამას არანაირი საპირისპირო აზრი არ შეიძლება ჰქონდეს. სამუშაოა ინვესტიციებზეც და წარმოების განვითარებაზეც, თუმცა ნებისმიერ ინვესტორს აფრთხობს ის, რასაც ვაშაძე იძახის, რომ აქ ომი უნდა იყოს და ომით გვემუქრება. ეს ყველაფერი რასაკვირველია, ვალუტის კურსზე ახდენს გავლენას

 ipn