08 ნოე 2018 18:22 854

„სააკაშვილის ნდობა რომ წარმოუდგენელია, იქიდანაც გამოჩნდა, რა განცხადებაც გააკეთა "ერთ ოჯახზე"

 

 

 

მიხეილ სააკაშვილის მიერ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს ერთ ოჯახად გამოცხადებას თამარ ჩერგოლეიშვილი ასე გამოეხმაურა:

 

სააკაშვილის ნდობა რომ წარმოუდგენელია, იქიდანაც გამოჩნდა, რა განცხადებაც გააკეთა "ერთ ოჯახზე".

 

ის, რომ ჩვენი ინტერესები სალომე ზურაბიშვილის დამარცხებასთან მიმართებით ერთმანეთს დაემთხვა, მასთან ერთ ოჯახად არანაირად არ გვაქცევს - მაგრამ სასურველის რეალობად გასაღება, მისი საყვარელი სპორტია.

 

არსებობენ წებოვანი ადამიანები, რომლებსაც კარს რომ უკეტავ, ფანჯრიდან მოძვრებიან და იმათ ფანჯარაც დაკეტილი უნდა დაახვედროო - ბებიაჩემმა მასწავლა ჰალსტუხის შეკვრასთან ერთად და ძალიან გამომადგა“ - წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თამარ ჩერგოლეიშვილი.