08 ნოე 2018 19:36 388

კუკავა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვს

 

პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა მეორე ტურში გასულ არცერთ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს, რადგან მიიჩნევს, რომ ეს იქნება მხარდაჭერა იმ მანკიერი საარჩევნო სისტემისა, რომელიც საქართველოში არსებობს.

"ივანიშვილისა და სააკაშვილის ბრძოლაში ჩვენ რატომ უნდა ჩავერთოთ, გაუგებარია, რადგან ორივე ძალა ერთი და იგივეა; ამიტომ, მოვუწოდებ მოსახლეობას არ მიიღონ მონაწილეობა ამ მასკარადში.

"ჩვენ მხარს არ ვუჭერთ იმ მანკიერ საარჩევნო სისტემას, ორ პარტიულ სისტემას, რომელიც საქართველოში არსებობს. სალომე ზურაბიშვილისთვის თუ ვაშაძისთვის მიცემული ხმები კი საქართველოს წინააღმდეგ მიცემული ხმები იქნება.

"დარჩენილ დროში შეიცვლება თუ არა საარჩევნო სურათი, ეს შეუძლია მხოლოდ იმ შუას, რომელსაც ასე გულმოდგიმნედ კრეფდა 6 წლის მანძილზე ივანიშვილი.

"მეორე ტურამდე ჯერ კიდევ არის დრო, თუ ივანიშვილი მზად არის, მან ოპოზიციასთან უნდა დაიწყოს დიალოგი და არა ვაჭრობა, რადაგან ჩვენ გვაქვს ჩვენი პირობები, რომელიც ეხება ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში.

"ასევე, უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ქვეყანაში უნდა შეიქმნას ახალი სერიოზული კოალიცია, მაგრამ, როგორც ჩანს ივანიშვილს უნდა რომ ისევ შეინარჩუნოს ერთპიროვნული ძალაუფლება"- განაცხადა "რეზონანსთან" კახა კუკავამ.

რეზონანსი