08 ნოე 2018 20:50 376

სააკაშვილის ყოფილმა თანამშრომელმა შეურაცხმყოფელი, უშვერი სიტყვებით მიმართა ქალბატონ სალომეს

 

უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ პარტიის ოფისში საგანგებო განცხადება გააკეთა.

დღეს, ჩემს კოლეგა კობა კობალაძესთან და სხვა ვეტერან მეომრებთან ერთად, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს სოფელ ატოცში ვახლდი, სადაც საოკუპაციო ძალები კიდევ ერთ მონაკვეთზე ავლებენ გამყოფ ხაზს.

ეს იმ დანაშაულებრივი შეცდომებისა და მოღალატეობრივი ქმედებების კიდევ ერთი გამოძახილია, რომელიცნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩაიდინა. მეტიც, სწორედ მათ გაწირეს სასიკვდილოდ მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელიც არ გამოიყვანეს საბრძოლო მოქმედებების ზონიდან. სამარცხვინო და უზნეო რეჟიმი უტიფრად უარყოფდა რუსულ აგრესიას და პირადად გრიგოლ ვაშაძე გვიმტკიცებდა, რომ რუსეთი გაკვირვებულია დე ფაქტო ხელისუფლების ქმედებებითეს არის შემაძრწუნებელი რეალობა და მოცემულობა, რომლის გადასაფარადაც, „ნაციონალურმა მოძრაობამმორიგ ბინძურ პროვოკაციას მიმართასააკაშვილის ყოფილმა თანამშრომელმა შეურაცხმყოფელი, უშვერი სიტყვებით მიმართა ქალბატონ სალომეს“, – აღნიშნა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

ქვეყნის ინტერესებთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ არასოდეს გამოსულა ვიწრო პარტიული ინტერესებიდან. ეს სწორედ ნაციონალური მოძრაობის ხელწერაა. ვფიქრობ საზოგადოება სწორად შეაფასებს შექმნილ ვითარებას და წინასაარჩევნო პერიოდში შესაბამის დასკვნებსაც გამოიტანს- განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, ატოცში ჩასულ სალომე ზურაბიშვილს ნაციონალური მოძრაობის აქტივისტმა ლანა ღვინჯილიამუნამუსო ჩათლაშკაუწოდა.