13 ნოე 2018 00:11 10846

ის მოოქროვილი ჯვარი მამუკა ჯინჭარაძემ და მისმა მეუღლემ შესწირეს სამებას

 

პირველი, რაც გავაკეთე, როცა პრეზიდენტად მოვედი, ფული გამოვყავი სამების ტაძრის დასრულებაზემოოქროვილი გუმბათი ჩემი ინიციატივა იყო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქლაივის დროს განაცხადა.


სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე სოფიო ხორგუანი საააკაშვილის გამოსვლას ასევე, სოციალური ქსელით გამოეხმაურა:

 

ის მოოქროვილი ჯვარი მამუკა ჯინჭარაძემ და მისმა მეუღლემ შესწირეს სამებას, ის ჯვარიც და სახლიც იერუსალიმში საქართველოსთვის ირინა ჯინჭარაძემ შეიძინა. იმ ირინა ჯინჭარაძემ, რომელსაც მერე გიორგი ქადაგიძის დახმარებით "სახალხო ბანკი" წაართვი და ლადო გურგენიძეს უფეშქაშე“ - წერს სოფიო ხორგუანი.