14 ნოე 2018 10:27 13090

თბილისში სკოლის დირექტორი მშობელმა დაკბინა

 

 

სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინო სტურუა ფეისბუქის პირად გვერდზე წერს:

 

 „რამდენიმე დღის წინ, თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მშობელმა სკოლის დირექტორს ისე უკბინა, რომ დირექტორს შრატი დაადეს და მშობელზე საქმეა აღძრული!!!

 ( თემა კი არის კატასტროფა, მაგრამ მაინც ძალიან მეცინება და მაინცდამაინც ნუ ჩამქოლავთ)

 ამბავი კი ასე დაწყებულა:

მეოთხე კლასის მოსწავლის, საკმაოდ რთულად აღსაზრდელი ბავშვის მშობელი სკოლაში დაიბარეს.

მივიდა მამა და აგინა მასწავლებლებს.

საქმე-გაშველებაში დირექტორიც ჩაერთო, რომელსაც კი აღარ აგინა, უკვე გალახა და მოგერიების პროცესში ისე უკბინა, რომ ექიმი და პოლიცია ერთად გახდა საჭირიო...

 ხო, ნუ... ბავშვი მეოთხე კლასშია და რატომაა აგრესიულიო უკვირთ...“ - წერს ნინო სტურუა.