15 ნოე 2018 20:42 33291

როგორ გაქრა კახეთში კაკლის ხეზე ასული კაცი?

 

 

ხშირად სოციალური ქსელის მომხმარებლები ერთმანეთს ნანახსა და მოსმენილს უზიარებენ. ეს მხიარული ისტორიაც ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებლის გვერდზე ამოვიკითხეთ:

 

 „ვისაც კახეთისკენ უმგზავრია, იცის, რომ ტრასებზე დგას დიდი კაკლის ხეები. მოგეხსენებათ, კაკალს ცეცხლის ფასი ადევს, ამიტომ სეზონზე ამ ადგილებში ბევრი მიდის კაკლის საბერტყად. ერთხელ, ტრასაზე შუა ასაკის ცოლ-ქმარმა გააჩერა მანქანა. ქმარი კაკალზე ავიდა და ბერტყვა დაიწყო, ცოლი ძირს ჩამოყრილ კაკალს აგროვებდა.რაღაც მომენტში ჯოხის ტყაპუნი გაჩერდა და კაკალის ცვენაც შეწყდა. ეძახა ცოლმა ქვევიდან, ეძახა, შემოურა კაკალს და არავინ პასუხობს.  გაქრა კაცი!!!!!!!!!!!!!!!!

გადარეულმა ცოლმა დარეკა ოლიციაში და დაიწყო ძებნა. პოლიციელები ქალს ეკითხებიან, იქნებ ჩამოვიდა, ბუჩქებში შევიდა მოსაფსმელად და ვე დაინახე.. როგორ შეიძლება კაცი ხიდან გაქრეს, ხომ არ გაფრინდებოდაო?!..ეს სასწაული თითქმის ორი საათი გაგრძელდა.

გულშემოყრილ ცოლს სასწრაფო დასჭირდა, სხვა პატრულების ეკიპაჟებიც მოვიდნენ  და საბოლოოდ გაირკვა, რომ დიდ, თურქულ ტრაილერს გამოუვლია, (ბრეზენტი რომ აქვს გადაჭიმული და მოზრდილი სახლების ხელა როა) მაღალი ტენტი წამოსდებია კაკლის ტოტს, კაცი ჩამოვარდნილა კაკლიდან და ბრეზენტზე დაცემულა. მანქანის მძღოლი რას გაიგებდა. გაუქანებია თელავში და სანამ არ გააჩერ, ვერაფრიც ვერ გაიგო....ბოლოს რომ გაჩერდა ტრაილერი, ფეხშველი კაცი ჩამოიყვანეს, მობილური ათხოვეს და პირველ რიგში გულწასული ცოლისთვის დაურეკავს, თელავში ვარო...გადარეულან ცოლიც, პატრულებიც და სასწრაფოს ექიმიც, ვერ მიმხვდარან იქ როგორ მოხვდა, მაგრამ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა“ - წერს ფეისბუქის მომხმარებელი.