06 დეკ 2018 11:14 277

წაქცეულმა ხემ ავტომობილები და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა

 

 

თბილისში, შალვა დადიანის ქუჩაზე ხე წაიქცა. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, წაქცეული ხე იქვე პარკირებულ ავტომობილებს დაეცა და მნიშვნელოვნად დააზიანა.

როგორც გაირკვა, დაზიანებული ავტომობილები ამავე ტერიტორიაზე მდებარე N4 ბაგა-ბაღის მასწავლებლებსა და მშობლებს ეკუთვნით.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ასევე, ხის წაქცევის გამო დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები.

ადგილზე საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან.

 

მეტრონომი