06 დეკ 2018 12:25 388

„ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, რომლებიც გოგოჭურმა და რაზმაძემ ბინიდან გადმოყარეს“

 

 

რეზიდენტის სიძისა და მასთან თანმხლები პირის დაკავება - საქმეზე დღეს კომენტარი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა გააკეთა. მეზვრიშვილის თქმით, გოგოჭურმა და მასთან თანმხლებმა პირმა საცხოვრებელი სახლიდან სავარუდოდ ცეცხლსასროლი იარაღები გადმოყარეს:

ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს დანაშაულისთვის ძებნილი პირი, მინდია გოგოჭური დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის გახლავთ დაკავებული, რომელიც იმავე ბინაში იმყოფებოდა, როგორც ჩემთვის ცნობილია. დაწყებულია ამ ფაქტზე გამოძიება, ამოღებულია სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღები, რომლებიც ამ პირებმა ამ საცხოვრებელი ბინიდან გადმოყარეს, დანიშნულია ექსპერტიზები და ამ ეტაპზე გამოძიება გრძელდება“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.