06 დეკ 2018 13:27 1795

„შენნაირი წვრილფეხა ქოცხობა სულ ქოცზე ჰკიდია "გიჟ სურენას"

 

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში პარლამენტარი ზაზა პაპუაშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის ბუზად მოხსენიებას ეხმაურება:

 

„ზაზა პაპუაშვილი: „სააკაშვილი არის ბუზი"

კი ბატონო ბუზია, ოღონდ სიკვდილის, რომელიც დღე-დღეზე შენს მესიას დააჯდება. შენნაირი წვრილფეხა ქოცხობა კი სულ ქოცზე ჰკიდია "გიჟ სურენას"“ - წერს მეგი გოცირიძე.

 

შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის წევრმა სააკაშვილი ბუზად უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო მოიხსენია:

 

“500 კაცის დაშლა ვერ შეძლო სახელმწიფო სპეცნაზმა, არ ვიცი, რა თამაში თამაშდება. ჩვენთვის მთავარია ვიფიქროთ ჩვენს ქვეყანაზე. ამ მოვლენების უკან ბევრი რამ იკითხება. სააკაშვილი არის ბუზი, რომელსაც მოაბეს ფეხზე ძაფი და როცა საჭიროა, მაშინ მოწევენ ამ ძაფს და გააცოცხლებენ თემას, – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.