06 დეკ 2018 13:46 269

პარლამენტის შენობაში დასავლეთ საქართველოს საპოლიციო ჰაბი განთავსდება

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა,რომ  ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში დასავლეთ საქართველოს რეგიონული, საპოლიციო ჰაბი განთავსდება, სადაც მოსახლეობას სხვადასხვა საპოლიციო სერვისებს შესთავაზებენ.

მეზვირშვილი ვარაუდობს, რომ აღნიშნული ჰაბის შექმნით ხელი შეეწყობა ადამიანების დასაქმებას.

სხვადასხვა საპოლიციო სერვისები იქნება გაერთიანებული. როგორც თბილისში გვაქვს ერთიანი მომსახურების ცენტრი, სადაც მოსახლეობისთვის 50-მდე სერვისის მიწოდება ხდება. ანალოგიურად იქნება დასავლეთ საქართველოში, როგორც ერთიანი მომსახურების ცენტრი, ასევე სხვადასხვა საპოლიციო სერვისები. კერძოდ, როგორიცაა – 112, დაცვის პოლიცია, შსს- აკადემია და სხვა სტრუქტურული დანაყოფები, რომელიც სამინისტროს შიგნით მუშაობს”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მოგეხსენებათ, პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს მესამე მოსმენით უყრის კენჭს, რომლის გათვალისწინებით, საკანონმდებლო ორგანო საქმიანობას სრულად დედაქალაქში თებერვლიდან გააგრძელებს.