06 დეკ 2018 13:55 554

„ნიკა რურუა სხვა ადამიანი იყო, რომელიც სადაც არ უნდა წასულიყო, ყველგან დიდ წარმატებას მიაღწევდა“

 

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ნიკა რურუა ოჯახს პატრიარქის სამძიმრის წერილი გადასცაროგორც მეუფე შიომ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ნიკა რურუა სულისთვის ლოცულობენ.

უწმინდესის ილია მეორის სამძიმრის წერილი მოვიტანეთ. დავლოცეთ მისი სული და ვლოცულობთ მისი სულის შეწყალებისთვის. ღმერთმა აცხონოს და გაანათლოს მისი სული. სხვა ადამიანი იყო, რომელიც სადაც არ უნდა წასულიყო, ყველგან დიდ წარმატებას მიაღწევდა“, – განაცხადა მეუფე შიომ.

ნიკა რურუა ვერის სასაფლაოზე, წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძარშია დასვენებული. ნიკა რურუა ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ და ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ნაციონალური მოძრაობისერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი დეპუტატი და ყოფილი კულტურის მინისტრი ნიკა რურუა 50 წლის ასაკში საკუთარ სახლში, 4 დეკემბერს გარდაცვლილი იპოვეს.

ipn.ge