06 დეკ 2018 14:24 535

გორში, სადაც 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედარს ეძებენ, ძვლის ფრაგმენტები ამოიღეს

 

გორში, კულტურისა და დასვენების პარკში ძვლის ფრაგმენტები ამოიღეს.

ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები ამოღებულ ფრაგმენტებს სპეციალურ ყუთში ათავსებენ. შესაბამისად, ამოღებულ ფრაგმენტებს ექსპერტიზა ჩაუტარდება.

ცნობისთვის, გორში, კულტურისა და დასვენების პარკში 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედრის სამძებრო სამუშაოები რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს.

შსს- ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ჩატარება ბრალდებულ . .- მიერ სამართალდამცველებისთვის მიცემული ჩვენების საფუძველზე დაიწყო.

შეგახსენებთ, .. გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული.

cyc.ge