06 დეკ 2018 16:38 893

ქვეყანაში არსებულ პრობლემებს მიხედონ.. სიღარიბე ჭამს ქვეყანას

 

ოცნებასჰგონია, რომ არჩევნები მოიგო, მაგრამ არჩევნები მოიგო სააკაშვილმა, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულაოცნებისგამარჯვებაში; რომ არა სააკაშვილის ფაქტორი, „ოცნებასგამარჯვების არანიარი შანსი არ ჰქონდა, რად-გან მას 6 წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია ხალხის ნდობის მოსაპოვებლად”, – ასე აფასებს არჩევნების შეგდეგებს ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე, რომელსაცრეზონანსიქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

არჩევნების მეორე ტურის წინ ხელისუფლებას ეტყობოდა, რომ შეშინდა და დაიწყო დაპირებები, მაგრამ როგორც კი მოიგეს, ისევ ძველ ამბებს დაუბრუნდნენ, ეტყობა დაავიწყდათ.

ხელისუფლებას ჰგონია, რომ არჩევნები მოიგო, მაგრამ არჩევნები მოიგო სააკაშვილმა, რომელმაც უდიდესი როლი შეას-რულაოცნებისგამარჯვებაში. რომ არა სააკაშვილის ფაქტორიოცნებასგამარჯვების არანიარი შანსი არ ჰქონდა, რადგან 6 წლის განმავალობაში არაფერი გაუკეთებია ხალხის ნდობის მოსაპოვებლად.

თუ ასე გააგრძელებენ, რადგან ჯერ-ჯერობით კონკრეტული ვერაფერი უთქვამთ, სამომავალოდ რის გაკეთებას აპირებენ, რომელიც შეიძლება საქმედ იქცეს, გარდა ისევ დაპირებებისა, როგორ მთავრდება ყველაფერი ეს, ჩვენ 28 წელია ვიცით.

ოცნებამარადიული არ არის და ისიც ძალიან მალე გაქრება პოლიტიკური სცენიდან. ამიტომ, ჯერ კიდევ სანამ დრო აქვთ, მოახერხონ, რომ მისი წინამორბედებისაგან განსხვავებით, კარგი სახელი დატოვონ.

ვურჩევ ხელისუფლებას თავი დაანებოსნაცმოძრაობასთანკონფრონტაციას და ქვეყანაში არსებულ პრობლემებს მიხედოს, რადგან მართლაც ძალიან ცუდი სიტუაციაა, როგორც პოლიტიკური ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. სიღარიბე ჭამს ქვეყანას. ამიტომ უსწრაფესია, რომ წარმოადგინონ პროგრამა, როდის და რის გაკეთებას აპირებენ, პირველ რიგში და-საქმების საკითხთან დაკავშირებით. ასევე როგორი იქნება პოლიტიკური და ეკონომიკური პოლიტიკა და პოლიტიკური თამაშის წესები.

ის საარჩევნო სისტემა, რომელსაც საფუძველი სააკაშვილმა ჩაუყარა, ოცნებაისევ ამ სისტემაზე ზის, ქვეყანაში დომინანტი ოპოზიციური ძალა ისევნაციონალური მოძრაობაჰგონია, სხვა ყველა პარტიები კიბრიყვების ჯგუფი. ამიტომ, კეთილი ინებონ და ყველაფერი გაკეთონ იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში, ქვეყანა ოდნავ მაინც წინ წავიდეს”, – განაცხადარეზონანსთანდემურ გიორხელიძემ.

რეზონანსი