06 დეკ 2018 18:04 1067

ინტერვიუ ქუთაისში მოტაცებულ ბიჭთან

 

საქართველოში და კერძოდ ქუთაისში, ბოლო ხანებში, გოგონების მიერ ბიჭის მოტაცების ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

(დრონი.ჯი)ქუთაისში 25 წლის თბილისელმა გოგონამ გვიან ღამით ქუთაისელი ბიჭი შანტაჟით სახლიდანგამოიყვანა ერთ ერთ პარკში ხეზე მიაბა და გააუპატიურადაზარალებულმა განაცხადა რომ გოგონა პირადი ფოტოების საჯაროთ გამოქვეყნებით ემუქრებოდაბიჭს ფსიქოლოგიურიდახმარება ესაჭიროება“- ამ ამბავმა ბოლო სამი დღეა მთელი საქართველო და ინტერნეტ-სივრცე აალაპარაკა.

ასევე უფრო ადრე იყო მსგავსი შემთხვევაამჯერად 25 წლის ქუთაისელმა გოგონამ მესამედმოიტაცა ბიჭირომელიც მისი თქმით მთელი არსებით უყვარსმეგობრების დახმარებით მანქანისსაბარგულში ძალით ჩასვა და სოფელშიბებია-ბაბუასთან წაიყვანაგოგონას სურდა ბიჭიმიეხვედრებინა თუ რაოდენ უყვარდა და მისთვის რაზე იყო წამსვლელი.

ბიჭი უარზე იყოარ სურდა მასთან დარჩენა და ყველაფერს აკეთებდა რომ დაბრუნებულისახლშიმაგრამ გოგონამ ნაცად ხერხს მიმართაგაახსენდა წინა ჯერზე როგორ გაექცა დათოკით ორივე ხელი მიუბა საწოლზეაწვალებდაუნდოდა ბიჭი მოეხიბლა და მასთანდარჩენილიყოყოველ ღამე ესტუმრებოდნენ ოთახში ის და მისი დაქალებიმაგრამ ბიჭი არნებდებოდა.

რამდენიმე დღის შემდეგროგორც იქნა ბიჭის მშობლებმა თავიანთ შვილს მიაგნეს და უკანდაბრუნება მოითხოვეს.

ალბათ გასაკვირია, მაგრამ ფაქტია, რომ ორივე ამბავი სინამდვილეს შეესაბამება.

მანამდე კიეს ყველაფერი 2015 წელს ქუთაისში ერთი უწყინარი რეკლამით დაიწყო.

კრეატიულმა ჯგუფმა დათუნა ფურცხვანიძის, გიორგი გიორგობიანის, შაკო ხუციძის და გიორგი ლიონიძის შემადგენლობით ერთ-ერთ კომპანიას ვიდეო-კლიპი გადაუღეს, რომლის გამოსვლამდე ინტერნეტ-სივრცეში თიზერები გაუშვებს, თუ როგორ იტაცებენ გოგონები ქუთაისში ბიჭს (ვიდეო)

ვიდეოში, რომელიც სათვალთვალო კამერითაა გადაღებული ნათლად ჩანს, თუ როგორ ტენიან ბიჭს მანქანაში ქუთაისელი გოგონები.

აღნიშნულმა ვიდეომ 2015 წელს დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მეტიც, საქართველოს ფარგლებს გასცდა და რუსეთის ერთ-ერთმა ტელეარხმარასია 24“-მაც კი გადმოსცა. რუსი ტელეწამყვანი მაშინ, პირდაპირ ეთერში ამბობდა, რომ უპრეცენდენტო შემთხვევა მოხდა, ისეთი, როგორიც საქართველოს ჯერ არ ახსოვს.

ამდენი აჟიოტაჟის შემდეგ კი გაირკვა, რომ საქმე ერთ-ერთი ბანკის რეკლამასთან გვქონდა.

რადგან ეს რეკლამა დღეს გოგონებისთვის ინსპირაციის წყარო აღმოჩნდა, დრონი.ჯი- იპოვა ბიჭი, რომელიც ამ პროვოკაციული და პოპულარული რეკლამის მთავარი გმირია.

ჩვენ, ქუთაისში პირველ მოტაცებულ და ამჯამად შინ მშვიდობით დაბრუნებულ ბიჭს, გიორგი ლიონიძეს დავუკავშირდით და მას უცნაური თავგადასავალის ამბები გამოვკითხეთ.

გიორგი, რა მოხდა მაშინ, 2015 წელს და როგორ მოახერხე გოგონებისგან თავის დაძვრენა? (ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხუმრობით).

ოოო დიდი ამბები იყო მაშინ ქუთაისში (იცინის)… ისე ნეტა მართლა მოვეტაცებინე გოგოებს, ნამდვილად არ ვიტყოდი უარს.

სინამდვილეში 2015 წელს მე და ჩემი მეგობრები, დათუნა ფურცხვანიძე, გიორგი გიორგობიანი, შაკო ხუციძე რეკლამას ვუკეთებდით ერთ-ერთ კომპანიას და ვიფიქრეთ, რომ ყურადღების მისაქცევად ეს ძალიან კარგი სცენარი იყო და მართლა წაიღოთან ისე წაიღო, რომ დიდი ხნის განმავლობაში ჩვენზე ლაპარაკობდნენ. მეტიცრასია 24“-მაც კი გაუშვა ჩემი მოტაცების ვიდეო.

ბიჭებს ქუთაისში გვაქვს პატარა გადამღები სტუდია და ესე ვაკეთებთ ხოლმე ვიდეო-კლიპებსსხვათაშორისხონელიძის კლინიკაზეის პოპულარული საახალწლო მიუზიკლიც ჩვენი გადაღებულიამართალია, მე ცოტა ჩამოვშორდი ამ თემებს, თბილისში გადმოვედი და ვმუშაობ ერთ-ერთი იუმორისტული შოუს სცენარიტად, თუმცა თუ რამეა გასაკეთებელი მაინც ერთადვაკეთებთ ბიჭები. ვეტერანი კავეენშიკები ვართ, ტვინის იუმორისტული სფერო ამ მხრივ კარგად გვაქვს ამუშავებული, იდეებს არ ვუჩივით და მოკლედ, მემგონი კარგად გამოგვდის. (იცინის)

შენი აზრით, ეს რეკლამა გახდა მაპროვოცირებელი ამ ბოლო დროს გოგონების მიერ ქუთაისელი ბიჭების მოტაცების?

აუ კარგით რა, რა მაპროვოცირებელი, ეტყობა იღადავესან რატო ატეხეს ასეთი ამბები? მშობლებმა ჩააკითხეს და წამოიყვანესო ეგ რო წავიკითხე, მაგაზე ვაფშე ამოვწყდი იმდენი ვიცინედარჩენილიყო მერე რა უჭირდა, რა დაემართებოდა (იცინის)

შენ რო ვინმეს მოეტაცებინე რას იზამდი?

ხო მომიტაცეს? (იცინის) ნეტა მოვეტაცებინე და მომიტაცონ კარგით რამაგას რა ჯობია, დავრჩები ცოტა ხანს და ავდგები მერე და გამოვიქცევი, სირბილში დამეწევა ვინმე თუ რაან საერთოდ გოგოს გული რატო უნდა დაწყვიტო კაცმა, მაგაზე როგორ ვაწყენინებ ვინმეს. ეხლა წარმოვიდგინე დედ-მამა რო მაკითხავს და მე რო ვეუბნები უკან დასაბრუნებლად არ ვარგივართქო, ბოდიში მაგრამ ამაზე სერიოზულად ვერ მელაპარაკება, ვიხრჩობი სიცილით. გოგოებო დაე მომიტაცეთ, არ ვარ წინააღმდეგი.

დრონი.ჯი