06 დეკ 2018 18:15 393

12 მიკროსაფინანსო ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრილ სოციალურად დაუცველებს ვალებს „ქართუს“ გარეშე გაუნულებს

 

მიკროსაფინანსოებიშავ სიაშიმოხვედრილ სოც. დაუცველებს ვალსქართუსგარეშე ჩამოაწერენ. ამის შესახებ bm.ge-ის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის ხელმძღვანელმა ბესო შენგელიამ განუცხადა.

„12-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება სოციალურად დაუცველი პირების ვადაგადაცილებული და .. უიმედო სესხების ჩამოწერის შესახებ. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში, 12 მისო არ გაყიდის თავის პორტფელზე „ქართუ ფონდზედა ამ კატეგორიის მსესხებლებს უბრალოდგაუნულებს სესხებს; თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ ვიცით, კლიენტების რა ნაწილია სოციალურად დაუცველი, ამიტომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები თავიანთ ბაზებს გადაუგზავნიან სოციალური მომსახურების სააგენტოს, რათა სია დაზუსტდეს“, – განმარტა შენგელიამ.

მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივის განხორციელება მოითხოვს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს, რათა ვალების ჩამოწერის შემდეგ მისო-ები არ დაიბეგრონ.
შეთანხმება მიღწეულია და რამდენადაც ვიცით, საგადასახადო კოდექსში ეს ცვლილება შევა“, – აღნიშნა ბესო შენგელიამ.

რაც შეეხება იმას, რამდენი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ერთვება .. სესხების განულების აქციაში, რომლის ფარგლებში საფინანსო ინსტიტუტებისგან ვალებს ბიძინა ივანიშვილის ფონდიქართუშეისყიდის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოაციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საბოლოო რაოდენობა ჯერ კიდევ არაა ცნობილი.
მიმდინარე კვირის დასაწყისშიმისო იყო თანახმა, მაგრამ მათ კიდევ ემატებიან სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ამიტომ პროცესი გაიწელა“, – აღნიშნა მან.

შესაბამისად, ჯერჯერობით, უცნობია იმ მსესხებელთა რაოდენობა, ვისაც .. სესხების განულება შეეხება და ასევე, სესხების ჯამური ძირი თანხა, რომლის სავარაუდოდ, 9%-საც გადაუხდის საფინანსო ინსტიტუტებს ივანიშვილის ფონდი.

bm.ge