06 დეკ 2018 19:53 1350

თბილისში, ავტობუსის გაჩერებასთან ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

 

თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე, 51- სკოლის წინ არსებულ ავტობუსის გაჩერებასთან ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა.

 

როგორც ,,პირველის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ახალგაზრდამ გონება დაკარგა, რის გამოც გამვლელებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.


ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

პირველი