06 დეკ 2018 20:15 2050

ეჰ ვასო, ვასო შე ,,ძვირფასო“ არ შედგა შენგან კაცი და ქართველი

 

დრამატურგი, პროექტისგააგრძელე საქართველოს ისტორიაავტორი, წამყვანი და თანარეჟისორი გურამ ქართველიშვილი სოციალური ქსელის საშუალებით საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს მიმართავს:

 

(ღია წერილი ტელეიუდას- ვასილ მაღლაფერიძეს)

როცა ქოცნების დეპუტატებს უკითხავთ მიზეზები, ქოცკაც და ნაცყოფილ მაღლაფერიძეს არაერთხელ უპასუხია თურმე: ,,გააგრძელე საქართველოს ისტორია,, იმიტომ გავაჩერე, რომ ქართველიშვილი ისტორიას აყალბებდაო. ამ ბიძოს ტელექოფაკს ერთ რჩევას მივცემდი--ჯერ პროექტის კონსულტანტების გვარები წაიკითხოს ფილმის ტიტრებში და თუ სურვილი ექნება პირდაპირ ეთერში დამიჯდეს და თქვას სად ნახა გაყალბებები...

ეჰ ვასო, ვასო შე ,,ძვირფასო,,, შენ ხომ იმით სარგებლობ, რომ საქართველოს ისტორიის არმცოდნეთა და უწიგნურთა პარტიის გოშია ხარ და ყველაფერზე წამსვლელს ვერავინ გადაგიმოწმებს ტყუილებს, მაგრამ იმ იუდის სახელს ვერასდროს ჩამოირეცხავ რაც უკვე ჩადენილმა დაგიმკვიდრა. შენ ქართული ფასეულობების მესაფლავე და ერთ--ერთი აქტიური სოროსელი ხარ, ხოლო მართლებთან ბრძოლა შენ სუფრასთან თავმოყრილ მლიქვნელებთან ,,კურკური,, ნუ გეგონება... ამიტომ, რადგან თანდაყოლილ ფლიდობას ვერ ანებებ თავს, პასუხებს არ დაგზარდები. თანაც გახსოვდეს, რომ შენ ნათქვამ გაცვეთილ სიტყვას მთელი ნაცქოცეთის რესურსი უმაგრებს ზურგს, ხოლო ჩემსას შენისთანა ,,ღამურებისთვის,, ასე საშიში შიშველი ს ი მ ა რ თ ლ ე... “ - წერს გურამ ქართველიშვილი.