06 დეკ 2018 20:23 1087

პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იქნება

 

ლუქსემბურგი გახდება პირველი ქვეყანა, სადაც ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იქნება. ამის შესახებ, "ევრონიუსის" ცნობით, გეგმები პრემიერ-მინისტრ ქსავიე ბეტელის კოალიციურმა მთავრობამ წარადგინა. როგორც დაგეგმილია, მომავალი წლის ზაფხულიდან ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მატარებლით, ტრამვაითა და ავტობუსით მგზავრობას მგზავრები უფასოდ შეძლებენ

აღსანიშნავია, რომ ქსავიე ბეტელმა პრემიერის პოსტი მეორე ვადით დაიკავა. მისი საარჩევნო კამპანიის მთავარი ნაწილი სწორედ გარემოსდაცვით საკითხებს ეთმობოდა. ამჟამად ლუქსემბურგში 2 საათამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა დაახლოებით 2 ევრო ღირს. 20 წლამდე ასაკის მოქალაქეების, მათ შორის, სკოლის მოსწავლეებისთვის მგზავრობა ამ დრომდეც უფასო იყო.

palitravideo.ge