08 დეკ 2018 15:57 401

შავი ზღვის უნივერსიტეტმა პირველკურსელთა მიღების უფლება დაიბრუნა

 

შავი ზღვის უნივერსიტეტმა პირველკურსელთა მიღების უფლება დაიბრუნა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ დღეს 8 დეკემბერს პირველკურსელების ჩარიცხვასთან დაკავშირებითშავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისსაკითხი განიხილა და დადებითი გადაწყვიტილება გამოიტანა.


შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 20 აგვისტოს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის უნივერსიტეტს პირველკურსელთა მიღების უფლება ერთი წლის ვადით, 2019 წლის 20 აგვისტომდე, შეუზღუდა. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებით, შეზღუდვა იმ ფინანსურ პრობლემებს უკავშირდებოდა, რომელთა წინაშეც შავი ზღვის უნივერსიტეტი იდგა და რაც მათი აზრით, სასწავლო პროცესს სერიოზულ რისკებს შეუქმნიდა. სადაო თანხა 735 000 ლარი IBSU- ადმინისტრაციამ 26 აგვისტოს გადაიხადა. დავალიანების განულების შემდეგ სტუდენტები და ადმინისტრაცია შეზღუდვის გაუქმებას ითხოვდნენ.

ნიუპოსტი

 

×