10 დეკ 2018 11:53 5862

„ჩემი 18 წლის მთასავით ბიჭი, წარმატებული ფეხბურთელი.. "ბასიანში" პირველად გასინჯა და გაგვიყოლა ამდენი ადამიანი..“

 

სოციალური ქსელის მომხმარებელი თეა ჯინჯიხაძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს:

 

როცა "ბასიანში" კლუბური ნარკოტიკით ახალგაზრდის გარდაცვალებას გავიგებდი, გული მეწურებოდა ბავშვების, მათი მშობლების და მეგობრების გამო. აქ მთავრდებოდა ტკივილი, რადგან მეგონა მე ეს არ შემეხებოდა, სხვისი ტკივილით ვიფარგლებოდი. დღეს მეც შემეხო,დღეს მეც ჩამომექცა ცა. ჩემი 18 წლის მთასავით ბიჭი, წარმატებული ფეხბურთელი,რომელსაც სიგარეტიც არ მოუწევია, კლუბ "ბასიანში" პირველად გასინჯა. გასინჯა და გაგვიყოლა ამდენი ადამიანი. ათი გაბრუებული იდიოტის გამო გახარიამ ბოდიში მოიხადა და ბასიანი ისევ გახსნეს.მე ვინ მომიხდის დღეს ბოდიშს?რას მიშველის ვინმეს ბოდიში. ულამაზესი ბიჭი უნდა მივაბარო მიწას. ბიძაშვილის შვილი იყო ჩემი. დაუცველი და ბედის ანაბარაა ჩვენი საზოგადოება. იმ სახელმწიფოს დედაც ვატირე ბასიანს რო ვერ მოერევა“ - წერს თეა ჯინჯიხაძე.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის ღამის კლუბში ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­დე­გად ახალ­გაზ­რდა მა­­კა­ცი გარ­და­იც­ვა­ლაგავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინფორმაციითორი ახალ­გაზ­რდა ამ დრომ­დე კო­მა­ტო­ზურმდგო­მა­რე­­ბა­შიაშემ­თხვე­ვა გუ­შინ მოხ­დასა­მი­ვე ახალ­გაზ­რდა ქუ­თა­­სის მკვიდ­რია.