08 იან 2019 14:51 2080

„მეგობარი გარდამეცვალა გრიპით.. სრული კატასტროფაა, ხალხი პანტაპუნტით კვდება“

 

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:

 მეგობარი გარდამეცვალა გრიპით. წარმოუდგენელი შოკია. 21 საუკუნეში გრიპით მოკვდა 41 წლის ჯანღონით სავსე გოგო. რა ვთქვა არ ვიცი

სრული კატასტროფა ხდება ქვეყანაში. გრიპის პანდემიაა, ფაქტიურად, და ხელისუფლება მხოლოდ ინფორმაციის დამალვითაა დაკავებული. ხალხი კი ამასობაში კვდება პანტაპუნტით“ - წერს გვარამია.